„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს უმასპინძრა

ახალგაზრდა თაობაში ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ამჯერად მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – მუხრანის, ახალდაბის, წეროვანის საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა.
მოსწავლეები საქართველოს ენერგეტიკის საკვანძო ობიექტს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკი) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის – „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა მოინახულეს სსე-ის სათავო ოფისში განთავსებული ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და მართვის ფარი, რომელიც კოორდინირებას უწევს ენერგოსისტემაში მომუშავე მოხმარებისა და გენერაციის ყველა ობიექტს. გაეცნენ სადისპეტჩერო ცენტრის ფუნქციონირების პრინციპებს, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე ციკლის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლისა და იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომლებსაც სსე ახორციელებს.
ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესების მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის შემეცნებით ტურებს 2016 წლიდან ატარებს. მოსწავლეებს აცნობს კომპანიაში მიმდინარე მასშტაბურ პროექტებს, აწვდის ინფორმაციას დარგში არსებულ მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებზე, რაც შეიძლება, მათთვის პროფესიის არჩევაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართება საარჩევნო პროცესი, თუმცა ვერც “ქარდები” და ვერც რაიმე სხვა, გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ხალხის ნებაზე – ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ 60 %-ს გადასცდება ჩვენი მხარდაჭერა

პრემიერი – აშშ-ის ელჩს ვთხოვ, უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში – ISFED-ი “ქართულ ოცნებას” ბრალად სდებდა 46 000 ხმის გაყალბებას, საელჩომ ამას უწოდა უმნიშვნელო ხარვეზი, ეს არ იყო უმნიშვნელო ხარვეზი, ეს იყო უხეში ბრალდება

ირაკლი კობახიძე PACE-ის დეკლარაციაზე – რა ფასი აქვს ასეთ განცხადებას, როცა არის სავსე ტყუილებითა და სიცრუით – გლობალური ომის პარტია ძალიან მარტივად ზემოქმედებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრზე