საქართველოს სახელმწიფო ბალეტი პირველად წარდგება ლონდონში „გედების ტბით”

პირველად 172-წლიან ისტორიაში, საქართველოს სახელმწიფო ბალეტი 2024 წლის აგვისტოში ლონდონს ეწვევა „გედების ტბის” კლასიკური დადგმით.
„გედების ტბას“ პაპუნა ღვაბერიძე უდირიჟორებს ინგლისის ნაციონალური ოპერის ორკესტრის თანხლებით.
საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ინფორმაციით, 28 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, დასი ლონდონის კოლიზეუმში 15-ჯერ წარდგება.
ბილეთები უკვე იყიდება ლონდონის კოლიზეუმის ვებ-გვერდზე და მათი ფასი 29-დან 129 ფუნტ სტერლინგამდე მერყეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”