“საქართველოს სახალხო დამცველს – ვინაიდან და რადგანაც კანონის ენით “საქართველოს სახალხო დამცველი” გქვიათ გადავწყვიტეთ, თქვენს #25/7686 წერილზე პასუხი გაცნობოთ…”

“საქართველოს სახალხო დამცველს – ვინაიდან და რადგანაც კანონის ენით “საქართველოს სახალხო დამცველი” გქვიათ გადავწყვიტეთ, თქვენს #25/7686 წერილზე პასუხი გაცნობოთ სახალხოდ და არა შეტყობინებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
შეგიძლიათ აცნობოთ საჩივრის ავტორსაც.
ჩვენ, როგორც კერძო ბიზნესი და მესაკუთრე, უფლებამოსილი ვართ ავირჩიოთ სტუმრები სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ისევე, როგორც მომხმარებელს აქვს უფლება აირჩიოს პროდუქტისა და მომსახურების მიმწოდებელი თავისი გემოვნებისა და კრიტერიუმების შესაბამისად.
ში შეჭრის პირველივე დღიდან საჯაროდ გვაქვს გაცხადებული, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას არ მოვემსახურებით, თუკი წერილობით არ დაადასტურებენ პატივისცემას ჩვენი და უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ. შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნული ბმულების საშუალებით ჩვენს სოც. პლატფორმებზე.
დამატებით გაცნობებთ, რომ ჩვენ ასევე არ ვემსახურებით საქართველოს საპოლიციო სისტემის თანამშრომლებს და აღნიშნულის მიზეზი და საჯარო განცხადებაც შეგიძლიათ იხილოთ თანდართული ბმულების საშუალებით.
არ არსებობს კანონი და ძალა, რომელიც გვაიძულებს მოვემსახუროთ ჩვენთვის არასასურველ სტუმრებს, ან არ მოვემსახუროთ ჩვენთვის სასურველ მომხმარებლებს (როგორც ამას პანდემიის დროს ვაკეთებდით).
თქვენ ამას დისკრიმინაციას უწოდებთ, სეგრეგაციას თუ სტიგმას საერთოდ არ გვაინტერესებს.
როგორც ჩანს თქვენ მიერ დადგენილი ვადაც შემოგვერღვა, მაგრამ ესეც არ გვაინტერესებს.
გირჩევთ, ასე ოპერატიულად და მონდომებით დაიცვათ საქართველოს მოქალაქეების უფლებები სისტემის წინაშე.
პატივისცემით, გიორგი ფუტკარაძე” | წერს ფიტნეს-კლუბი Reformerfitness სოციალურ ქსელში და სახალხო დამცველის აპარატიდან მიღებულ წერილს აქვეყნებს, სადაც წერია, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და შესჩივლა, რომ ფიტნეს-კლუბმა მომსახურებაზე უარი უთხრა