საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UNWOMEN) რეგიონულ დირექტორს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბელენ სანზ ლუკეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ქვეყანაში გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული ვითარება და ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, ქალთა უფლებადამცველების მდგომარეობა განიხილეს.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, წარმომადგენლის მოადგილე თამარ საბედაშვილი და UN WOMEN-ის სპეციალური ასისტენტი მანდა მარიანემინდუსი.
