საქართველოს სახალხო დამცველმა ეუთოს დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ეუთოს სპეციალურ კოორდინატორს პასკალ ალიზარდის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა განიხილეს.
„შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა განიხილეს, ს დღეს დაკვირვების შესაძლებლობებზე ისაუბრეს და დარღვევების შემთხვევაში კოორდინირებულ მოქმედებებზე იმსჯელეს.
სახალხო დამცველმა დელეგაციის წევრებს არჩევნებზე საზედამხედველო ფუნქციასთან დაკავშირებით აპარატის მანდატი გააცნო, ისაუბრა არჩევნების კონტექსტში დღემდე გამოკვეთილ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე და მათზე რეაგირების მექანიზმებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ