საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ლისაბონში გაეცნენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ პორტუგალიაში, ლისაბონში საერთაშორისო ფორუმში m&i Lisbon 2024 მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, საქმიანი ტურიზმის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფორუმზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიები იყვნენ წარდგენილები.
“ფორუმის ფარგლებში საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ 40-მდე შეხვედრა გამართა ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოქმედ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან და დამკვეთებთან. უცხოური კომპანიები გაეცნენ საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართულებას და შესაძლებლობებს, რასაც ქვეყანა საერთაშორისო კომპანიებს მასშტაბური ღონისძიებების, ფორუმების, კონგრესებისა და კონფერენციების ჩასატარებლად სთავაზობს. m&i Lisbon 2024-ზე ევროპიდან 150-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სანქციების გვერდის ავლის აღკვეთა არა ვალდებულება, არამედ ჩვენი კეთილი ნებაა – როდესაც ბრიუსელი ამ კეთილ ნებას, მის მიერ დაქირავებული „ენჯეოების“ თავდასხმით პასუხობს, ეს საქართველოს მიმართ მათ საბჭოთა დამოკიდებულებას ამჟღავნებს

ირაკლი რუხაძე – არ ვამბობ, კორუფცია არ ხდებათქო, მაგრამ ბიზნესი ამას ფართოდ ვერ ვხედავთ, მე არ ვლაპარაკობ, იმიტომ, რომ არ შემხებია და ბიზნესი რატომ არ ლაპარაკობს? ოპოზიციური ბიზნესიც არ წუწუნებს – უნდა გავიგოთ, ვინ, სად, რას აძლევდა, რას აკეთებდა