საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში, Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) კონგრესში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ერთ-ერთ უდიდეს კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი.
Meetings Arabia & Luxury Travel-ის მე-12 შეხვედრას 250-ზე მეტი კომპანიისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან.
კონგრესის ფარგლებში საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლებმა 30-მდე შეხვედრა გამართეს პოტენციურ დამკვეთებთან და გააცნეს საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობები.