საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ბარსელონაში გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთში, ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IBTM 2023 მიიღო მონაწილეობა.
საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი. გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 8 კომპანია მონაწილეობდა.
გამოფენის ფარგლებში, საერთაშორისო კომპანიებთან საქართველოში დიდი ღონისძიებების, კონფერენციებისა და ფორუმების გამართვის მიზნით შეხვედრები გაიმართა. საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ გამოფენის სტუმრებისთვის მოეწყო პრეზენტაცია და ქართული ღვინის დეგუსტაცია.
IBTM 2023-ზე მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. 3-დღიან გამოფენას 15 ათასზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა.