საქართველოს საფონდო ბირჟაზე 2025 წელს მხოლოდ 9 გარიგება დაიდო – როგორია ფასიანი ქაღალდების ბაზრის დინამიკა?

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 2025 წელს გარიგებების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით 5-ჯერ შემცირდა.
გასულ წელს ბირჟაზე მხოლოდ 9 გარიგება დაიდო და ყველა მათგანი ლიბერთი ბანკს უკავშირდებოდა. გარიგებების საერთო მოცულობამ 386 578 შეადგინა, ღირებულებამ კი 26 904.64 ლარი.
ცნობისთვის, ბირჟაზე 2024 წელს გარიგებების რაოდენობა 42-ს, ვაჭრობის მოცულობა კი 357 000 ლარს შეადგენდა.
საქართველოს საფონდო ბირჟის აქტივობა წლების მიხედვით ასეთი იყო:
2024 წელს – 42 გარიგება, ვაჭრობის მოცულობა 357 000 ლარი.
2023 წელს – 29 გარიგება; ვაჭრობის მოცულობა 162 430 ლარი.
2022 წელს – 19 გარიგება; ვაჭრობის მოცულობა 13 619 ლარი.
2021 წელს – 14 გარიგება; ვაჭრობის მოცულობა 104 078 ლარი.
2020 წელს – 48 გარიგება; ვაჭრობის მოცულობა 46 135 ლარი.
საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 28 კომპანიის აქციები და ობლიგაციებია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი შეადგინა 2.243 მილიარდი დოლარს.