საქართველოს საფონდო ბირჟაზე ნოემბერში არცერთი გარიგება არ დადებულა

საქართველოს საფონდო ბირჟაზე წლის პირველ 11 თვეში მხოლოდ 8 გარიგება დაიდო და ყველა მათგანი ლიბერთი ბანკს უკავშირდებოდა. გარიგების მოცულობამ 368 932 შეადგინა, ღირებულებამ კი 25 845 ლარს გადააჭარბა.

რაც შეეხება გასულ თვეს, ნოემბერში საქართველოს საფონდო ბირჟაზე არცერთი გარიგება არ დადებულა.

ცნობისთვის, ბირჟაზე 2024 წელს გარიგებების რაოდენობა მხოლოდ 42-ს, ვაჭრობის მოცულობა კი 357 000 ლარს შეადგენდა.

საქართველოს საფონდო ბირჟის აქტივობა წლების მიხედვით ასეთი იყო:

2023 წელს – 29 გარიგება; ვაჭრობის მოცულობა 162 430 ლარი.

2022 წელს – 19 გარიგება; ვაჭრობის მოცულობა 13 619 ლარი.

2021 წელს – 14 გარიგება; ვაჭრობის მოცულობა 104 078 ლარი.

2020 წელს – 48 გარიგება; ვაჭრობის მოცულობა 46 135 ლარი.

საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 28 კომპანიის აქციები და ობლიგაციებია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 917 მილიონ დოლარს შეადგენს.