საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო2024-ზე დღეს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში ჰამბურგში, თბილისის დროით, 17:00 საათზე დაიწყება.
მესამე თამაში 26 ივნისს, გელზენკირხენში შედგება და საქართველოს ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა დორტმუნდშ გამართა და თურქეთის ნაკრებთან 1:3 ანგარიშით დამარცხდა.