საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება

საქართველოს საფეხბუთო ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს პორტუგალიასთან გამართავს.
შეხვედრა გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
აღნიშნული მატჩის მოგების შემთხვევაში საქართველო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალში გავა.
EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. თამაშს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე აჩვენებენ.