2–7 აგვისტოს, ვაშინგტონში მიმდინარეობს ჭადრაკში მსოფლიო სასკოლო გუნდური ჩემპიონატი, სადაც საქართველოს სახელით ასპარეზობს 2025 წლის საქართველოს სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული, ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის #41 საჯარო სკოლის გუნდი.
გუნდის შემადგენლობა ასეთია:
· გაბრიელ გაბადაძე
· ნიკოლოზ კაჭახიძე
· გიორგი არსენიძე
· ლუკა სახოკია
· გუნდის კაპიტანი — ალექსანდრე არსენიძე, ქუთაისის საჭადრაკო სკოლის დირექტორი
ჩემპიონატში 48 ქვეყნის 54 გუნდი მონაწილეობს.
