საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს – საჯარო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელ, ალექს დანიელს, საელჩოში უმაღლესი განათლების პროგრამების ხელმძღვანელ, სოფიო ბზიშვილს და საერთაშორისო განათლების ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ჩინჩალაძეს უმასპინძლა.
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ცნობით, ისინი უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა და რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა მიიღეს.
„სტუმრები, ასევე კიბერუსაფრთხოების ქართულ-ამერიკული სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს და საქართველოში ვიზიტად მყოფ ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდნენ, რომლებიც SANGU-ში ლექცია-სემინარებისა და პრაქტიკული მეცადინეობების ორკვირიან ინტენსიურ კურსს ატარებენ.
ალექს დანიელსმა სტუდენტებს პროგრამის წარმატებით დასრულება უსურვა და მათ შეკითხვებს უპასუხა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ