საქართველოს სამთო-სათავგადასავლო ტურისტულ პოტენციალს ჩინეთში გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში, ქალაქ სინში საერთაშორისო სამთო – სათავგადასავლო ტურიზმის კონფერენციაში მონაწილეობდა.
კონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს და ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს ტურისტული პროდუქტები გააცნეს. კონფერენციაზე საუბარი შეეხო საქართველოს სამთო – სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებას, მიღწეულ შედეგებსა და მომავალ გეგმებს.
კონფერენციის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, საერთაშორისო სამთო ტურიზმის ალიანსის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ გუიჯოუს პროვინციის მთავრობის, ასევე 20-მდე ქვეყნის სამთო ტურიზმში ჩართული სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

“ერთადერთი კაცი, ვინც პასუხისმგებელია ქვეყანაში ცხოვრების გაძვირებაზე, არის ბიძინა ივანიშვილი – პასპორტი გაძვირებამდე იყო 100 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 150 ლარი; პირადობის მოწმობა გაძვირებამდე იყო 30 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 60 ლარი…”

ლევან ღამბაშიძე: თუ ვინმეა საქართველოში არაკონსტიტუციური ძალა, ეს არის ქართული ოცნება და კი, მეც მიმაჩნია, რომ მასთან საუბარს აზრი არ აქვს, სანამ ყველა ტყვე არ გათავისუფლდება და ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები