საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ ინფორმაციით, ამერიკის აკრედიტაციის კომისიამ კლინიკა საგიტარიუსი შეაფასა, რომელმაც დააკმაყოფილა AACI ის სტანდარტები და უახლოეს პერიოდში აკრედიტაციას მიიღებს

„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ ინფორმაციით, ს კლინიკა საგიტარიუსში ძირითადი შეფასების შედეგად კლინიკამ დააკმაყოფილა AACI ის სტანდარტები და უახლოეს პერიოდში ის მიიღებს საერთაშორისო აკრედიტაციას.
AACI-ის ვიცე პრეზიდენტის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, ამ ეტაპზე AACI ის აკრედიტაცია უკვე მიღებული აქვს ოთხ კლინიკას, ხოლო ხუთ კლინიკაში ივნისის თვეში ჩატარებული ძირითადი შეფასების შედეგად, სამმა გადალახა 70% იანი ზღვარი და ისინი მიიღებენ აკრედიტაციას, დანარჩენი ორი საკმაოდ ახლოსაა ზღვართან და დიდი ალბათობით წლის ბოლომდე ისინიც შეძლებენ აკრედიტაციის მიღებას.
მისივე განცხადებით, სასიხარულოა, რომ წინასწარი შეფასების შედეგად უმეტესობა აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას და შეუძლიათ აკრედიტაციის მიღება.
„წლის ბოლომდე ყველას ექნება ვადა გამოასწოროს ხარვეზები. მთავარია, იყოს მენეჯმენტის მყარი გადაწყვეტილება. შეასრულონ ის რეკომენდაციები, რაც მათ მიეცათ.
AACI ამერიკა საქართველოში 50-მდე კლინიკის აკრედიტაციას ახორციელებს. ყველა მათგანში უკვე ჩატარდა წინასწარი შეფასება და კლინიკებს მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები AACI-ის სტანდარტების დასანერგად. მაისის თვიდან მიმდინარეობს ძირითადი შეფასებები, რათა კლინიკების აკრედიტაციის პროცესი 31 დეკემბრამდე დასრულდეს, თუმცა 4 კლინიკაში პროცესი შეჩერდა, ვინაიდან ეს კლინიკები ჯერ არ არიან მზად AACI ის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად“,-განაცხადა არჩილ მორჩილაძემ.
როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით 2025 წლიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გარეშე კლინიკები სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ.