საქართველოს სავაჭრო პალატა მეწარმეებისთვის უფასო ვებგვერდის პროექტის მეოთხე ეტაპს იწყებს

საქართველოს სავაჭრო პალატა მეწარმეებისთვის უფასო ვებგვერდის პროექტის მეოთხე ეტაპს იწყებს
საქართველოს სავაჭრო პალატა მეწარმეებისთვის გადახდის სისტემით ინტეგრირებულ უფასო ვებგვერდის პროექტის მეოთხე ეტაპს იწყებს. კონკურსში გამარჯვებულ მეწარმეებს გადაეცემათ მათ ბიზნესსაქმიანობაზე მორგებული ვებგვერდი უფასოდ.
პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოში ონლაინ ვაჭრობის განვითარებას და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ელექტრონული კომერციის საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ყველა მეწარმეს, რომელსაც სურს გაყიდოს საკუთარი პროდუქცია ინტერნეტით.
სავაჭრო პალატა გამარჯვებული მეწარმეებიისათვის უზრუნველყოფს: უფასო ვებგვერდის დამზადებას; ვებგვერდის მართვის უფასო ტრენინგს; ერთწლიან უფასო დომენს; ერთწლიან უფასო ჰოსტინგსა და ტექნიკურ მხარდაჭერას.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 8 იანვარი.

ასევე დაგაინტერესებთ