საქართველოს სავალუტო რეზერვები $126 მილიონით შემცირდა

სექტემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები 126 მილიონი დოლარით შემცირდა – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
სებ-ის ინფორმაციით, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობამ 4.72 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2024 წლის იანვართან შედარებით რეზერვების მოცულობა 141 მილიონი დოლარით არის შემცირებული, ხოლო წლიურ ჭრილში კი კლება $561 მილიონი დოლარი, ანუ 11%-ია.

ასევე დაგაინტერესებთ