საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში 2024 წელს საქართველოს მთავრობას 4.8 მლრდ დოლარს ედავებოდნენ. საქმეებიდან ერთი სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა, რის გამოც, ჯამური მოთხოვნა 3.3 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა, – წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში.
