„საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ გზავნილის აბსურდულობა დაადასტურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობაზე თხოვნის მიღებამ

„საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ გზავნილის აბსურდულობა დაადასტურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობაზე თხოვნის მიღებამ
ამ გზავნილის აბსურდულობა დაადასტურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ჩიქოვანის რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობაზე თხოვნის მიღებამ,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის „საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ სახელით გავრცელებულ მიმართვაზე, რომლითაც ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები მოუწოდებენ თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი საქართველოში, უარყონ ბიძინა ივანიშვილის უკანონო რეჟიმი და არ გამართონ შეხვედრები აღნიშნულ რეჟიმთან.
მისივე თქმით, შეხვედრები იმართება, სახელმწიფოს ხელისუფლება მართავს, თანაც უმრავლესობის მიერ ლეგიტიმაცია მინიჭებული გუნდი და პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის განვითარებასა და ევროპულ მომავალზე.
”ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა „საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ სახელით მიმართვა გაავრცელა რომლითაც ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები მოუწოდებენ თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი საქართველოში, უარყონ ივანიშვილის უკანონო რეჟიმი და არ გამართონ შეხვედრები უკანონო რეჟიმთან ვიდრე ის არ დათანხმდება ახალ, სათანადო მონიტორინგით ჩატარებულ არჩევნებს.
ამ გზავნილის აბსურდულობა დაადასტურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ჩიქოვანის რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობაზე თხოვნის მიღებამ. იგი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა და მან რამშტაინის რიგით 25-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა ანუ ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის „საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ სახელით გაკეთებული მიმართვა, რომ არავინ გამართოს შეხვედრები ივანიშვილის რეჟიმთან ვიდრე ის არ დათანხმდება ახალ, სათანადო მონიტორინგით ჩატარებულ არჩევნებს შინაარსს მოკლებულია და მან აზრი დაკარგა.
შეხვედრები იმართება, სახელმწიფოს ხელისუფლება მართავს, თანაც უმრავლესობის მიერ ლეგიტიმაცია მინიჭებული გუნდი და პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის განვითარებასა და ევროპულ მომავალზე.
წარმატებები ქართულ სახელმწიფოს, კოლექტიურ ჯო უილსონებს თავისი მრუდე გზა აქვთ,“- წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს