საქართველოს საელჩო – მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახური უზრუნველყოფს ვიზების გაგრძელებას ისრაელში ლეგალურად მცხოვრები უცხოელებისთვის, რომელთა ვიზა ძალაში იყო 2025 წლის 12 ივნისის მდგომარეობით

ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს.
„მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურის – PIBA-ს – მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, გაწვდით შემდეგ ინფორმაციას:
უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახური უზრუნველყოფს ვიზების გაგრძელებას. ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრები უცხოელებისთვის, რომელთა ვიზა ძალაში იყო 2025 წლის 12 ივნისის მდგომარეობით.
მომსახურება ავტომატურია, 30.09.25-მდე.
გაგრძელდება შემდეგი სახის ვიზები:
სამუშაო ვიზა, ტიპი B/1, ზოგადი
ტურისტული ვიზა, ტიპი B/2.
მოხალისეობრივი ვიზა, ტიპი B/4.
დროებითი რეზიდენტის ვიზა, ტიპი A/1.
სტუდენტური ვიზა, ტიპი A/2 (გარდა სოფლის მეურნეობაში ანაზღაურებადი პირებისა).
სასულიერო პირების ვიზა, ტიპი A/3.
თანმხლები ვიზა, ტიპი A/4.
დროებითი რეზიდენტის ვიზა, ტიპი A/5.
ვიზა DCO ოჯახის გაერთიანებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურში ფიზიკურად მისვლა საჭირო არ არის!“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.