საქართველოს საელჩო ბრაზილიაში ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო ბრაზილიაში ინფორმაციას ავრცელებს:
„31 მარტი – 2 აპრილის პერიოდში პერუს რესპუბლიკაში დაგეგმილია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის (რეზიდენციით ქ. ბრაზილია) ზურაბ მჭედლიშვილის სამუშაო ვიზიტი.
საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ, რომლებიც ცხოვრობენ ან მუშაობენ პერუს რესპუბლიკაში და ესაჭიროებათ საკონსულო მომსახურება/კონსულტაცია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელ ხაზზე: ტელ. +55 61 33 66 11 01 ან მოგვწეროთ თქვენი კოორდინატები და აღწეროთ თქვენი საკითხი შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს – მოლაპარაკებები გრძელდება დემოკრატიულ უკუსვლასა და უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების სანქციების საკითხზე