საქართველოს საელჩოს შენობაზე ლონდონში ანტირუსული პლაკატები გააკრეს

ლონდონში, საქართველოს საელჩოს შენობაზე ანტირუსული შინაარსის პლაკატები გამოაკრეს. მათ შორის, ფოტოები იმ ადამიანებისა, ვინც თითქმის ორი თვის მანძილზე უწყვეტი პროტესტის დროს სცემეს სპეცრაზმელებმა.
ლონდონში მცხოვრები დავით ჯინჭარაძე პლაკატების ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოს სოციალური ქსელით ავრცელებს.
ჯინჭარაძე ამბობს, რომ საელჩოებს არ ჰქონდეთ ილუზია, თითქოს საქართველოს ემსახურებიან.
“არცერთ საელჩოს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ემსახურებიან საქართველოს და არა პუტინს. ამიტომ გავაკარი ქოცების მიერ დასახიჩრებულთა ფოტოები და სხვადასხვა პლაკატი ლონდონში საელჩოს წინ. თან “ნიუ-იორკ თაიმსის” და “გარდიანის” სტატიები შევუგზავნე – თუ არ იციან, რას აკეთებენ – საერთაშორისო მედიისგან მაინც გაიგონ.
მე პირადად არ გავჩერდები და ყველაფერს ვიზამ, რომ ქოცებო, კომფორტულად ცხოვრების უფლება არ მოგეცეთ. კენსინგტონს და ჩელსის სჯობს, კისლოვოდსკში გადახვიდეთ და შეწყვიტოთ ჩვენი ფულით გოიმობის, სიძულვილისა და პუტინიზმის პროპაგანდა”, – წერს ჯინჭარაძე.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები რუსულ კანონზე პარლამენტში 28 მაისს განიხილეს. საპარლამენტო უმრავლესობის 84-მა დეპუტატმა ვეტო დაძლია და მანამდე სამი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს მხარი დაუჭირა.
საქართველოში თითქმის ორი თვეა, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს რუსული კანონის, სა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.