საქართველოს საელჩომ, პრაღაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ცხელი ხაზი აამოქმედა

საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში, ში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
“პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებოდ, 24-საათიან რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +420 777 222 053, საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ აღნიშნულ ნომერზე!
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის.
საელჩო აქტიურ რეჟიმში ხაზზე რჩება ჩეხეთის ყველა შესაბამის სამსახურთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. 24 ადამიანი კი დაშავდა.
ჩეხეთის პოლიციის ხელმძღვანელის განცხადებით, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ძალადობრივი თავდასხმა, თუმცა აღნიშნა, რომ “არ არსებობს იმის ნიშანი, რომ ამ დანაშაულს რაიმე კავშირი აქვს საერთაშორისო ტერორიზმთან”.
ჩეხეთის პოლიციაში ასევე აღნიშნეს, რომ თავდამსხმელი, რომელიც პოლიციამ გაანეიტრალა, უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: რა სასტუმროს ხსნის და რას ,,აზეიმებს” ივანიშვილი თავის მომხრეებს… განადგურდა 402,020 კვ.მ – სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი

ლევან ცუცქირიძე – ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის მაფიოზური ბრძოლა – ამბობენ, „დიფ სთეითი“ ებრძვის საქართველოსო, რა „დიფ სთეითი“, „დიფ სთეითი“ ივანიშვილია – არსად ჩანს და ყველაფერს აკონტროლებს