“საქართველოს საელჩოები უნდა აწყობდნენ ღია კარის დღეებს, თუმცა არაფერს აკეთებენ” – “აჩინებული” გამოწვევებზე

ნატურალური წვენების ქართული საწარმო “აჩინებულის” დამფუძნებელი, გოჩა ღვინეფაძე აცხადებს, რომ კადრების დეფიციტი ინდუსტრიაში კვლავ გამოწვევაა. როგორც მან “საქმიან დილაში” სტუმრობისას განაცხადა, სერიოზულ პრობლემად რჩება კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, რის გამოც ერთი ადამიანი ხშირად ერთზე მეტ საწარმოში მუშაობს.
“ეს ძირითადად ჩვენს წარმოებასა და ფინანსებზე აისახება, ხელფასების ზრდა მიმდინარეობს, თვალს ვხუჭავთ იმაზე, რომ კადრმა მეორე შტატზე სხვაგან იმუშაოს, ერთი ადამიანი ორ ადგილას მუშაობს და ასე ვავსებთ საწარმოები ერთმანეთს. მომზადებული კადრები, რომლებიც უცხოელებმა დაატრენინგეს, 1.5-2 წელი მუშაობენ და მერე მიდის გადადინება უფრო მსხვილ საწარმოებში. ეს პრობლემაა, თუმცა მარტო ჩვენთან არა”, – აღნიშნავს გოჩა ღვინეფაძე.