საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი მომხმარებლების ინფორმირების მაღალი სტანდარტით იხელმძღვანელებს

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილის სოფიო გრაკალიშვილის ინფორმაციით, კომპანიის გადაწყვეტილებით მისი ყველა თანამშრომელი დიდ ყურადღებას დაუთმობს მომხმარებლისთვის დაზღვევის პირობების დეტალურ გაცნობას, მათ შორის დაზღვევის განაცხადის ყველა პუნქტის შევსების მნიშვნელობას და ასევე დეტალურად გააცნობს გამონაკლისებს.
გრაკალიშვილის ინფორმაციით, კანონმდებლობა ისედაც ითვალისწინებს მომხმარებლისთვის საინფორმაციო ფურცლის მიწოდებას, მაგრამ ამას „სამწუხაროდ ფორმალური ხასიათი აქვს“.
„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა სადაზღვევოს არჩევისას მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, ამიტომაც ჩვენი ყველა პროდუქტი საჯაროდაა განთავსებული ჩვენ ვებ-გვერდზე და მზად ვართ მისი დეტალური (კონკურენტებთან შედარებითი) განხილვა მოვაწყოთ ჩვენს პოტენციურ მომხმარებელთან. არ უნდა დარჩეს არცერთი ისეთი ნიუანსი, რომელზეც დაზღვეული წინასწარ ინფორმირებული არ იქნება.
საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში წინასწარი განაცხადის გასაკეთებლად შეგიძლიათ დარეკოთ: T: 2 244 111; 2 211 444 ან ონლაინ შეავსოთ განაცხადი შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://igg.ge/statement.
ამის შემდგომ ინდივიდუალურ რეჟიმში მომაგრებული მენეჯერი თქვენ განკარგულებაში იქნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.