„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ ავტოდაზღვევის პოლისის მფლობელებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ სპეციალური პირობით – საჩუქარი მეგობარს

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა“ ახალი პროდუქტი შეიმუშავა, რომელიც ავტომობილის დაზღვევისას მზარდი ფასდაკლების სისტემას ითვალისწინებს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ ავრელებს.
მათი ცნობით, ორი ან მეტი მსუბუქი ავტომობილის დაზღვევის შემთხვევაში, მინიმალური ტარიფის გარდა, მომხმარებელი იღებს საინტერესო პირობას.
„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ დაზღვეულს შეუძლია ავტომობილის დაზღვევისას მიუთითოს 5 ადამიანი და თუ მითითებული პირები ავტომობილს საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში დააზღვევენ, მიიღებენ 10%-მდე ფასდაკლებას.
ქონების, ავტომობილებისა და ტვირთების დაზღვევის კომპონენტში 2020 წლის ოქტომბრიდან კომპანია სავალდებულო გადაზღვევის ხელშეკრულებით AA- რეიტინგის მქონე, მსოფლიოში უმსხვილეს გადამზღვეველ კომპანია Scor-ის (www.scor.com), გადზღვევით სარგებლობს.
რეიტინგულ გადამზღვეველ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტები უზრუნველყოფენ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სადაზღვევო პორტფელის საიმედოობასა და სტაბილურობას. ამასთანავე საშუალებას აძლევს კომპანიის კლიენტებს ისარგებლონ დაზღვევის საუკეთესო პირობებით.
წინასწარი განაცხადის გასაკეთებლად შეგიძლიათ დარეკოთ: T: 22 44 111; 22 11 444 ან ონლაინ შეავსოთ განაცხადი შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://igg.ge/statement “, – ნათქვამია “საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ