საქართველოს საგარეო უწყება ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცდაებას ავრცელებს.
უწყება აღნიშნავს, რომ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და იმედს გამოთქვამს, რომ საკითხი ვენესუელელი ხალის ინტერესების შესაბამისად გადაწყდება.
საგარეო უწყება ასევე იმედოვნებს, რომ ვენესუელაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ვენესუელის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „აღიარების“ გაუქმებას გამოიწვევს.
ყურადღებით ვაკვირდებით ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს იმ იმედით, რომ მომავალი პროცესები ვენესუელელი ხალხის ინტერესების შესაბამისად განვითარდება. იმის გათვალისწინებით, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, გამოვთქვამთ იმედს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევს, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.