საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს პლატფორმა X-ზე ეხმაურება და წერს, რომ საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს რაც ვენესუელაში ხდება, იმ იმედით, რომ „შემდგომი პროცესები ვენესუელის ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად განვითარდება“.
„იმის გათვალისწინებით, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, რაც საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაა, გამოვთქვამთ იმედს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევს, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად“, – ვკითხულობთ საგარეო უწყების გამოხმაურებაში.
შაბათს, 3 იანვარს, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, მეუღლესთან, სილია ფლორესთან ერთად, -ს სამხედრო ოპერაციის შედეგად კარაკასში დააკავეს. ისინი ამჟამად ნიუ-იორკში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.
-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 3 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს მანამ, სანამ ძალაუფლების “უსაფრთხო, რიგიანი და კეთილგონიერი” გადაცემა გახდება შესაძლებელი.
ტრამპის თქმით, მადუროს დაპატიმრების შემდეგ აშშ ვენესუელაში მიავლენს აშშ-ის მსხვილ ნავთობკომპანიებს. ამასთან ამ ეტაპზე ძალაში რჩება ემბარგო ვენესუელის ნავთობზე.