საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 23 მლრდ დოლარს გადააჭარბა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 23 მლრდ დოლარს გადააჭარბა
2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23.435 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 8%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 6.560 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 7.8%-ით), ხოლო იმპორტი 16.874 მლრდ აშშ დოლარს (გაიზარდა 8.1%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წელს, 10.314 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.0 პროცენტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: (1.287 მლრდ აშშ დოლარი), ყაზახეთი (859.9 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (724.5 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში კი 69.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2.770 მლრდ აშშ დოლარი), აშშ (2.047 მლრდ აშშ დოლარი) და (1.849 მლრდ აშშ დოლარი).
ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (3.228 მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (2.531 მლრდ აშშ დოლარი) და აშშ (2.188 მლრდ აშშ დოლარი).
რაც შეეხება საექსპორტო პროდუქციას, საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2.426 მლრდ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 37%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 322.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 4.9%, ხოლო მესამე ადგილზეა სპირტიანი სასმელები 288.6 მლნ. აშშ დოლარით (4.4%).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3.464 მლრდ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.5% შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1.303 მლრდ აშშ დოლარით (იმპორტის 7.7%), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 622.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.7%).