საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის არ გადაუხედავს – ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის ირანში ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის არ გადაუხედავს. მისი შეფასებით, ხშირად რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით პროტოკოლურად არსებობს გარკვეული ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც პოლიტიკოსებს უწევთ.

„ამაზე პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ამომწურავი კომენტარი. მეც იგივეს დავამატებ, რომ მათ შორის, ყველაზე დიდი ვალდებულებები აქვს ამ შემთხვევაში მთავრობის მეთაურს. ამიტომ ის მონაწილეობდა პროცესში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ყველა მეზობელი ქვეყნის მთავრობის მეთაურმა და ეს არის მხოლოდ ამ კონტექსტში დასანახი. დანარჩენი მის მიღმა არის სპეკულაცია“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილი შეფასებით, საქართველოს მთავრობის პოზიცია საერთაშორისო პოლიტიკის მიმართებით არის ძალიან მკაფიო და ღია, და ასევე ყველასთვის ცნობილია მისი პოზიცია – დამოკიდებულებები და პარტნიორობა ჩვენს მნიშვნელოვან საერთაშორისო მეგობრებთან და პარტნიორ ქვეყნებთან.

„საქართველოს თავისი საგარეო პოლიტიკისთვის არ გადაუხედავს. ეს არის ძალიან მკაფიო და ამ კუთხით ყველაფერი დანარჩენი სპეკულაციაა“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ