საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვანცენტ ხაბეიშვილი თამარ ცაგარეიშვილს: ქალბატონო თამარ, სანქცია არ არის “სისხლის გუბე”, არც მეტაფორულად, არც რეალურად. აი, ნამდვილ სისხლის გუბეებში კი იწვნენ (და ვიწექით), როგორც თქვენ ამბობთ – “კოლეგები”