საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია Sky Express-ი იწყებს

საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, მიმდინარე წლის 27 ოქტომბრიდან, ბერძნული Sky Express-ი რეგულარულ რეისებს ათენი – თბილისი – ათენის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. ავიარეისები კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საავიაციო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 24 სექტემბერს მიანიჭა.
დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ფრენებს ასრულებენ ავიაკომპანიები Aegean Airlines-ი და Wizz Air-ი, ათენიდან და სალონიკიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებებით.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა