საქართველოს რკინიგზის სისტემური პრობლემები პრემიერის დაანონსებული ოპტიმიზაციით ვერ გადაწყდება – TCRC

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის (TCRC) შეფასებით, საქართველოს რკინიგზის სისტემური პრობლემები პრემიერის მიერ დაანონსებული შტატების ოპტიმიზაციით ვერ გადაწყდება.
3 ივნისს მ 2022 წელს დაანონსებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესის დაწყება, კიდევ ერთხელ დააანონსა. მისი განცხადებით, საქართველოს რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოთა შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წელს 52,5 მილიონი ლარი დაიზოგება.
როგორც ცენტრში აღნიშნავენ, მისასალმებელია შტატების ოპტიმიზაციის დაწყება, თუმცა ასევე ხაზს უსვამენ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ოპტიმიზაციის პარალელურად.
“მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერმა სახელმწიფო საწარმოებში შტატების ოპტიმიზაციის პროცესის დაწყება დააანონსა.