საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი 30% – ით გაიზარდა

საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი 30% – ით გაიზარდა
საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებელი რეკორდულად იზრდება. 2025 წლის იანვარში, კომპანიამ წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14%-ით მეტი – მილიონ ასოცდასამი ათასი ტონა ტვირთი გადაზიდა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
30% – ით გაიზარდა საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი. ხოლო, 37%-ით საკონტეინერო გადაზიდვების ნაწილში. დეტალურად, რომ გავმიჯნოთ – ნავთობპროდუქტების გადაზიდვების მაჩვენებლები გაზრდილია 21%-ით, ქიმიკატების 35%-ით, ხოლო მშრალი ტვირთის 70%-ით.
როგორც საქართველოს რკინიგზაში აღნიშნავენ, კომპანიის მიზანია ზრდის ამგვარი ტენდენციის წლის მთლიან ჭრილში შენარჩუნება.