2025 წლის III კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 589.1 ათასი მგზავრი, რაც 12.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 144.9 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 10.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
„2025 წლის III კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 573.4 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 97.3 პროცენტს შეადგენს და 13.0 პროცენტით ჩამორჩება 2024 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 15.6 ათასი მგზავრი, რაც 9.3 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 78.3 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 21.7 პროცენტი (2025 წლის III კვარტალში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა)“, – ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.



