საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, უამინდობის გამო, მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი უქმდება

უამინდობის გამო, მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი გაუქმდა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
კერძოდ, საქართველოს რკინიგზა დამატებით გაცნობებთ, რომ გურიაში არსებული უამინდობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:
23 თებერვალი – ქუთაისი--ქუთაისის საღამოს რეისი;
25 თებერვალი – თბილისი-ოზურგეთი;
25 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი;
25 თებერვალი – ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;
25 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი;
26 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი;
26 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი;
„საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ”, – წერია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – თუ გინდა, რეჟიმს მოუგო, შენი თამაშის წესებით უნდა ეთამაშო – ოპოზიცია კამპანიას უნდა ვაწარმოებდეთ, რომ არჩევნებზე ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს, „ოცნებას“ ისე უნდა გაუჭირდეს ამომრჩევლის მიყვანა, რომ ავტობუსებით დაორგანიზება დასჭირდეს