საქართველოს რკინიგზა 16 და 17 ნოემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო საქართველოს რკინიგზა 16 და 17 ნოემბერს თბილისი--თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დამატებითი რეისი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 12:50 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით – 00:30 საათზე.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: რკინიგზის ვებგვერდის საშუალებით; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.