„საქართველოს რკინიგზა“ სპეცტანსაცმლის შესასყიდად 9 მილიონიან ტენდერს აცხადებს

„საქართველოს რკინიგზა“ სპეცტანსაცმლის შესყიდვის მიზნით ტენდერს აცხადებს. წინადადებების მიღება 23 იანვარს დაიწყება და 25 იანვარს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 355 064 ლარია, დღგ-ს გარეშე.
შესასყიდ პროდუქციაში შედის 655 ქურთუკი, 1188 ჟილეტი შუქამრეკლით, 1129 ზაფხულის შარვალი, 1307 ზამთრის შარვალი, 8690 საწვიმარი ლაბადა შუქამრეკლით, მაისურები, სხვადასხვა სახის ხელთათმანები, დამცავი ყურსასმენები, დამცავი სათვალეები, ნიღბები, რესპირატორი ფილტრით და ა.შ
შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი და არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში. პროდუქციის გარკვეული სახეობა დამზადებული უნდა იყოს არაუადრეს 2022 წლისა. ნაწილი არაუადრეს 2023 წლისა, ხოლო ნაწილი დამზადებული უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა: მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 6 კალენდარული თვე.
საქონლის ნაწილი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5, ნაწილი კი 8 თვეში უნდა იქნეს მიწოდებული. მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი №10 (სალიანდაგო დეპარტამენტის სასაწყობო ბაზა).