საქართველოს რკინიგზა რეგიონებში ბაქნებისა და გაჩერებების რეაბილიტაციას გეგმავს – BMG

საქართველოს რკინიგზამ რეგიონებში ბაქნებისა და გაჩერებების რეაბილიტაციის ტენდერები გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, მიმდინარეობს ათი შესყიდვა, რომელთა ჯამური ღირებულება 4.1 მილიონ ლარს აჭარბებს და რომელთა ფარგლებშიც სამგზავრო შემადგენლობების გაჩერებების, ბაქნებისა და მოსაცდელების რეაბილიტაცია იგეგმება.
სამუშაოების შესყიდვის ჩამონათვალი
· კორტანეთის მაღალი სამგზავრო ბაქანი: მაღალი ბაქნისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია/მოწყობა — 385,638 ლარი
· ბოტანიკური ბაღის ბაქანი: დაბალი სამგზავრო ბაქნისა და მოსაცდელი პავილიონის რეკონსტრუქცია/მოწყობა — 455,664 ლარი
· მწვანე კონცხის ბაქანი: სამგზავრო ბაქნისა და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია/მოწყობა — 393,410 ლარი
· აგურ ქარხნის ბაქანი: სამგზავრო ბაქნის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია — 318,176 ლარი
· დაბა ურეკის ბაქანი: რკინა-ბეტონის ბაქნის რეკონსტრუქცია — 534,596 ლარი
· სადგური ძეგვი: მაღალი სამგზავრო ბაქნისა და მოსაცდელი პავილიონის რეკონსტრუქცია/მოწყობა — 455,241 ლარი
· გომის ბაქანი: დაბალი სამგზავრო ბაქნისა და მოსაცდელი პავილიონის რეკონსტრუქცია/მოწყობა — 530,311 ლარი
· ფარცხანაყანევის ბაქნები: მაღალი სამგზავრო ბაქნებისა და მოსაცდელი პავილიონების რეკონსტრუქცია/მოწყობა — 891,592 ლარი
· სადგური ჭიათურა: სამგზავრო ბაქნის შეკეთების სამუშაოები — 525,785 ლარი
· სადგური ოზურგეთი: ბაქანზე ასასვლელი კიბეების რეაბილიტაცია — 141,803 ლარი
ტენდერებში წინადადებების წარდგენა თებერვალში სრულდება. ბაქნების რეაბილიტაცია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვეში უნდა დასრულდეს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს, მათი განახლება დასრულდება.
bm.ge