საქართველოს რკინიგზა მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს – მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში დაკვამლიანება იყო

საქართველოს რკინიგზა მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს – მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში დაკვამლიანება იყო
ოზურგეთის მატარებელს ხაშურთან ცეცხლი გაუჩნდა. განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია. ,,საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში მოხდა დაკვამლიანება. შემთხვევა გომი-აგარას გადასარბენზე მოხდა. შედეგად არავინ დაშავებულა.
,,მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა დროულად და ამ წუთებში საქართველოს რკინიგზა მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს, გზაშია დამატებითი მატარებელი. გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს მოკვლევა.’’- აცხადებენ რკინიგზაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ