საქართველოს რკინიგზა ბლექ სი არენაზე დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით დამატებით რეისს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა 10 მაისს ბლექ სი არენაზე დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით დამატებით რეისს ნიშნავს.
OneRepublic-ის კონცერტზე თბილისიდან შეკვეთილში მატარებლით შეგიძლიათ იმგზავროთ. დამატებითი რეისი 10 მაისს თბილისიდან 12:40-ზე დაიძვრება, შეკვეთილში კი 17:05-ზე ჩავა. უკან კი თბილისის მიმართულებით შეკვეთილიდან 01:21-ზე გამოვა.
დამატებითი რეისის ბილეთები უკვე გაყიდვაშია.