“საქართველოს რკინიგზა” აცხადებს, რომ აფხაზეთის გავლით თბილისი მიმოსვლას არ განიხილავს

“საქართველოს რკინიგზა” აფხაზეთის გავლით შესაძლო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე რუსული მხარის ინფორმაციის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.
“მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, რუსული მხარე საქართველოსთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს, განვმარტავთ, რომ „საქართველოს რკინიგზაში“ რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში”, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის” განცხადებაში.
განიხილავს საქართველოსთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას აფხაზეთის ტერიტორიის გავლით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განუცხადა.
„მიმდინარეობს მუშაობა კავკასიაში ყველა ბლოკირებული გზის განბლოკვაზე, მათ შორის განიხილება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა აფხაზეთის ტერიტორიის გავლით“, – განაცხადა მან.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ ამ მარშრუტის აღდგენა მნიშვნელოვანია „დიდი ამოცანის“ გადასაჭრელად, რაც „კავკასიაში სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განმტკიცებას“ გულისხმობს, ეს კი „კრიტიკულად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, ირანის, თურქეთისა და რუსეთის ხალხების მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“.
„ვიმედოვნებთ, რომ რეგიონის ყველა სახელმწიფო კონსტრუქციულად ითანამშრომლებს ამ მნიშვნელოვანი საერთო ამოცანის გადაჭრაში“.
რუსულ მხარეს ეს საკითხი წარსულშიც არაერთგზის დაუყენებია, თუმცა “ქართული ოცნების” პოზიცია იყო, რომ ეს საკითხი დადებითად მხოლოდ მაშინ გადაწყდება, როცა თბილისი აფხაზეთზე კონტროლს დაიბრუნებს.
რუსეთს, აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის არსებული სარკინიგზო მაგისტრალი ისტორიულად შავიზღვისპირა რკინიგზის ნაწილია. დღესდღეობით ეს მონაკვეთი ომის გამო გაწყვეტილია და ერთიანი მოძრაობა არ ხორციელდება.