„საქართველოს რკინიგზა ანაკლიაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შენებას იწყებს“ – ლაშა აბაშიძე

,,მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ ტენდერს და ანაკლიის მისასვლელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობას დავიწყებთ“ – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.
ლაშა აბაშიძის შეფასებით, ეს იქნება მასშტაბური პროექტი, სადაც იგეგმება როგორც სალიანდაგო, ასევე საკონტაქტო ხაზის მშენებლობა.
„საქართველოს რკინიგზა ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი სატვირთო სადგურის აშენებასაც აპირებს. ანაკლიის პორტთან მისასვლელი ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2- 2,5 წელიწადში დასრულდება“ – აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.
ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს