„საქართველოს რკინიგზა“ Уральские локомотивы-ის 10 ელმავალს ყიდულობს

„საქართველოს რკინიგზა“ რუსული Уральские локомотивы-ის მიერ წარმოებულ 10 ელმავალს ყიდულობს.
როგორც „ნეტგაზეთი“ 7 ნოემბერს წერდა, „საქართველოს რკინიგზამ“ 180 მილიონზე მეტი ღირებულების 10 ელმავლისა და მისი ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა და სატენდერო მოთხოვნაში ჩაწერა, რომ ელმავალი ს ან საბაჟო კავშირის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.
ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება ტენდერში მონაწილე პრეტენდეტ „გეორგიასთან“, რომლის 100%-იან წილსაც გელა ძიძიკაშვილი ფლობს. მომწოდებელი („გეორგია“) ვალდებულებას იღებს, განახორციელოს მუდმივი დენის მაგისტრალური 10 ელმავლის ტექნიკური მომსახურება და რემონტი. თავად ამ ელმავლებს კი Уральские локомотивы-დან ყიდულობს. Уральские локомотивы არის 2010 წელს, რუსული СИНАРА ჯგუფისა და გერმანული ტექნოლოგიური გიგანტი Siemens-ის მიერ რუსეთში დაფუძნებული ქარხანა.
ამ თემაზე:
რკინიგზა საბაჟო კავშირის სტანდარტის ელმავლებს ყიდულობს
TI-საქართველო რკინიგზის, სავარაუდოდ, რუსულ კომპანიაზე მორგებული ტენდერის შესწავლას ითხოვს

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო გოცირიძე – როდესაც ლილუაშვილი ქვეყანას აქცევდა, საპარლამენტო უმრავლესობა სად იყო? ნდობის ჯგუფთან შეხვედრებზე მუდმივად ტაშის ცემა იყო – ყურში ჩაჩურჩულების პოლიტიკაა, როგორც ჩანს, ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ლილუაშვილი არ მოიქცა სწორად

პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე – პროკურატურა კვლავ გამოთქვამს მზაობას, შეხვდეს დაზარალებულ მხარეს და განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ