საქართველოს რკინიგზაში მგზავრთა მომსახურების სფეროში დასაქმებული თანამშრომლების გადამზადება მიმდინარეობს

საქართველოს რკინიგზაში მგზავრთა მომსახურების სფეროში დასაქმებული თანამშრომლების გადამზადება მიმდინარეობს.
ტრენინგის მიზანია, სერვისის ხარისხის ამაღლება და მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდა. რაც გულისხმობს, ყველა მატარებლის უფროსის, ვაგონის გამცილებლების – მომსახურების ოპერატორების პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებას, ასევე ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა მგზავრისადმი სწორი დამოკიდებულება, მომსახურების სისწრაფე, მომხმარებლის საჭიროებების დადგენა, კონფლიქტის მენეჯმენტი და ა.შ.
ტრენინგს ატარებენ გამოცდილი სპეციალისტ-კონსულტანტები, რომელთაც გაჩნიათ მაღალი კვალიფიკაცია და მომზადებული აქვთ მსმენელთათვის საინტერესო პროგრამა. კურსის დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა