საქართველოს რკინიგზამ 9 თვე 102 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა

საქართველოს რკინიგზამ 2023 წლის 9 თვე 102 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დახურა – ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, პერიოდის განმავლობაში რკინიგზის შემოსავალი 481 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 10 მილიონი ლარით ნაკლებია, ხოლო წმინდა მოგებამ 102.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 176 მილიონი ლარით ნაკლებია.
წმინდა მოგების შემცირების მიზეზია ის გარემოება, რომ გასულ წელს ეროვნული ვალუტა გამყარდა, რამაც რკინიგზის მთლიანი ვალის მოცულობა ლარებში შეამცირა, ეს კი ფინანსურ ანგარიშში 126.5 მილიონი ლარის შემოსავლად აისახა. შესაბამისად გასული წლის 9 თვის 278-მილიონიანი მოგების მნიშვნელოვანი მდგენელი საკურსო სხვაობით მიღებული მოგება იყო, წელს კი ასეთი დინამიკა აღარ დაფიქსირებულა. შესაბამისად, საქართველოს რკინიგზის მოგება ძირითადად საოპერაციო მოგებას ასახავს და არა ფინანსურ შემოსავალს+საოპერაციო მოგებას.