საქართველოს რკინიგზამ პორტატული დატა ცენტრი მოაწყო

საქართველოს რკინიგზამ კომპანია იუჯითისთან ერთად წარმატებით განახორციელა კონტეინერული დატა ცენტრის მოწყობა. ეს არის უპრეცენდენტო პროექტი, რომლის ანალოგი საქართველოში აქამდე არ განხორციელებულა.
აღნიშნული დატა ცენტრის უპირატესობა მის პორტატულობაში მდგომარეობს და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი სხვა ლოკაციაზე გადატანა, რაც პროექტის დაგეგმარებისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა. საქართველოს რკინიგზისა და იუჯითის ინჟინრების ჩართულობით, ლოკაციაზე, კერძოდ რკინიგზის ოფისში შესაბამისი პლატფორმა წინასწარ მომზადდა.
დატა ცენტრის ტექნოლოგიურ გარემოში წარმატებით და შეუფერხებლად განხორციელდა საქართველოს რკინიგზის IT ინფრასტრუქტურაში არსებული მონაცემების მიგრაცია.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მასში განთავსებული მონაცემებისთვის და აპარატურისთვის დაცულია უსაფრთხოება, ტემპერატურული რეჟიმი და ტენიანობა.
შედეგად, საქართველოს რკინიგზას შეუფერხებლად მიეწოდება IT სერვისები, მონაცემები კი განთავსებულია უსაფრთხო და დაცულ გარემოში.
Schneider Electric-ის კონტეინერული დატა ცენტრის საინჟინრო ინფრასტრუქტურის დიზაინი შესრულებულია Uptime Institute_ის საიმედოობის Tier III დონის მოთხოვნების მიხედვით.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – ოპოზიციის მხარესაც არის ნდობის კრიზისი, აჩვენეს, რომ ერთიანი მოქმედება შეუძლებელია – შეუძლებელია ხალხს ეუბნებოდე: „ქვეყანა იღუპება, დიქტატურაა, გავიღვიძეთ რუსეთში“ და ყველა საკუთარი პარტიული ბანერებიდან ლაპარაკობდეს

ანა ნაცვლიშვილი: ასეთია თოჯინას როლი – ხან უნდა თქვა რომ კორუფციას ჩვენთან რა უნდაო, თვალები დაქაჩო, თან, ახლაკი ეს დაკავებები და გამოძიებები უნდა “აპრავოთ”, თან გული გისკდებათ რადგან თქვენი დროც მალე მოვა ….