საქართველოს რეზიდენტები ყველაზე ხშირად მეზობელ თურქეთს სტუმრობენ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს 700 ათასამდე რეზიდენტმა გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი. მათგან უცხოეთში განხორციელებული ვიზიტები 3,5 მილიონს აჭარბებს. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 3,4% პროცენტია.
ტურისტული ვიზიტები წლიურ ჭრილში 8,6%-ითაა გაზრდილი და 360 ათასი ერთეულს უტოლდება.
ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ წელს აპრილი-ივნისის ინტერვალში ყველაზე მეტად საქართველოს რეზიდენტები თურქეთს სტუმრობდნენ (საერთო ვიზიტორების 39%), მეორე ადგილზე ა (18%), მესამეზე – ევროკავშირის ქვეყნები (16%), ხეთეულში შედიან ასევე სომხეთი (11,9%) და აზერბაიჯანი (2,6%).