საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ს ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შერჩეულ მდებარეობათა ურბანული განვითარების კონცეფციები განიხილეს.
„პროგრამა პრემიერის გადაწყვეტილებით 2023 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე შერჩეულია 10 მდებარეობა: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, , მცხეთა, მესტია და ყაზბეგი. შემუშავებული კონცეფციების საფუძველზე 9 მუნიციპალიტეტში უკვე ეტაპობრივად დაიწყება მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოები, ხოლო ბაკურიანის არეალზე დაგეგმილია ტენდერის გამოცხადება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5-წლიანი პროგრამისთვის 1 მლრდ ლარი არის გამოყოფილი. საუბრისას აღინიშნა, რომ ახალი სახელმწიფო პროგრამა ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ისე სამუშაო ადგილების შექმნას. მთავრობის მეთაურმა ასევე მოისმინა ინფორმაცია მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობათა შესახებ. საკითხის მნიშვნელობაზე საუბრისას ხაზი გაესვა, რომ ღონისძიება საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდება. ეკონომიკურ საბჭოზე განიხილეს გონიოს განვითარების გეგმა. წარმოდგენილი კონცეფციის მიხედვით განხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები ტერიტორიის მდგრადი განვითარების მიზნით, რომელიც მოიცავს სასტუმრო და საცხოვრებელ კომპლექსებს, სავაჭრო ცენტრებს, სარეკრეაციო და სპორტულ ინფრასტრუქტურას, ჭარბტენიან ლანდშაფტებს. პროექტის განხორციელების პერიოდში რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მთავარია, რას გააკეთებს დონალდ ტრამპი, მან აღნიშნა, რომ მისი მიზანია აშშ-ის სტრუქტურების გათავისუფლება „დიფ სთეითისგან”, თუ ამას გააკეთებს, დადებითად აისახება საქართველოს ინტერესებზე და გაჯანსაღდება ურთიერთობები

ირაკლი კობახიძე – გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3 000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს – ხალხი აღარ დადის აქციებზე – მძიმე ემოციური ფონია, ერთგვარი ისტერიული მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში

ირაკლი კობახიძე – რაზეც ვსაუბრობდით ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად, ამაზე უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრები საუბრობენ – ჩვენ გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითის” პრობლემა სრულად დაიძლევა

პრემიერი – რასაც ველოდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზუსტად იგივე ხდება, მათ შორის იმის ჩათვლით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ შეეგუებოდა თანამდებობის დატოვებას, შემოიკრებდა ამ თემის გარშემო რადიკალურ ოპოზიციას, ეს არის ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარი